დათო ქობალია: 20 წელია ქართულ გვარ-სახელებს ამოფარებული გადამთიელები ანგრევენ საქართველოს!

დათო ქობალია: 20 წელია ქართულ გვარ-სახელებს ამოფარებული გადამთიელები ანგრევენ საქართველოს!

ეს წერილი „ივერიონს“ ცნობილმა გერმანისტმა და პუბლიცისტმა დავით ქობალიამ გამოუგზავნა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე ვბეჭდავთ უცვლელად, ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე.

„ბატონო ზაურ, მე არ ვიცი, რატომ და რის გამო წამოსცდა, ყველა მოქმედი ხელისუფლების მეხოტბე, სოსო ცინცაძეს, აჭარაზე და აჭარლებზე ის სისულელე, რაც თქვენი პასუხებიდან გავიგე (მე იგი არ მომისმენია და არ წამიკითხავს), მაგრამ ჩემთვის, ეს არ არის ამ შემთხვევაში მთავარი _ ჩემთვის მთავარი და საინტერესო, იმ უხვად დაყრილი ბილწი კომენტარების ავტორთა დამოკიდებულება და ურთიერთობაა, ჯავახეთში უპატრონოდ მიტოვებულ, აქ გავბედავ და ვიტყვი _ გამორჩეულ აჭარელ ქართველებთან!

რამდენჯერ და ვისთან ჩასულან ისინი აფნიაში, აზმანაში, გოგაშენში, პტენაში, ჩუნჩხაში, კოთელიაში, გორელოვკაში, ორლოვკაში, ეფრემოვკაში, სამებაში, ბოგდანოვკაში _ დღევანდელ ნინოწმინდაში, ჩასახლებულ აჭარელ ქართველებთან, რომლებმაც აღადგინეს და ახალი სიცოცხლე შთაბერეს ჯავახეთს?

ამასწინათ, შევარდნაძე-უხსენებელის დროს, ჩემი სახლის ჩხრეკების შემდეგ გადარჩენილი, პირადი არქივის დათვალიერებისას, დაკარგულად მიჩნეულ ვიდეო კასეტას გადავაწყდი, 25 წლის წინანდელი რუბრიკიდან „ოდეს კაცსა დაეჭირვოს“. სიხარულისა და სიმწრის ოფლმა ერთად გადამასხა _ სიხარული იმის გამო, რომ დოკუმენტური კადრები არ დაეკარგა ქართველად დარჩენილ მომავალ თაობას, სიმწრის კი იმის გამო, რომ იმ დონეს, რომელიც იმ კადრებშია დასურათხატებული, საქართველო და მისი უგულღვიძლესი ნაწილი აჭარა _ ვერასოდეს მიაღწევს!

ნურავინ ნუ გაკადნიერდება და ნუ იტყვის _ ყველა ქართველია, ვინც ქართულ გვარ-სახელს ატარებსო!

არ ვგულისხმობ მარტო სახელ და გვარგადაკეთებულებს, გაუჯიშოების გზაზე დამდგარი, უცხო ზნე ჩვეულებებს გადაგებული უამრავი „გაღამურებული“ ქართველია მოსაქცევი!

ეს მარტო აჭარას არ ეხება, სამწუხაროდ, საქართველოს ყველა კუთხე ამ უბედურების წინაშე დგას! შევარდნაძე-უხსენებელის მეორედ მობრუნებიდან მოყოლებული, 20 წელიწადი ქართველ გვარ-სახელს ამოფარებული გადამთიელები ანგრევდნენ საქართველოს, მისი მმათველების სტატუსით, რომელიც მარტო „ევრო-ამერიკელებს“ არ მიუნიჭებიათ მათთვის! ამიტომ, ჩვენი წილი დანაშაული, ყველა ჩვენგანმა უნდა ვაღიაროთ, რის გამოც ეჭვის ქვეშ დადგა საქართველოს ყველა კუთხეში მცხოვრები ქართულ გვარ-სახელიანთა ქართველობა!

უდროობის გამო, ამ თემაზე საუბარს ვერ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამ _ რომელ აჭარელს გახსენებია (საერთოდ თუ სმენია!) ექვსი შვილის მამა გურამ ხოზრევანიძე, რომელიც სოფელ კარწახში, თურქეთის საზღვართან, თითქმის ათი წელიწადია, ყოველგვარი ყურადღების გარეშე, მარტოკაცი იბრძვის ქართული ენის ფეხის მოკიდებისთვის სომხურ სკოლაში? ამ თემას, უფრო დეტალურად, მოგვიანებით მივუბრუნდები!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: