გიორგი მარგველაშვილი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ლატვიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ლატვიის თავდაცვის მინისტრი მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაიმონდ ვეიონისმა და გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოსა და ლატვიის ორმხრივი უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე იმსჯელეს და ყურადღება რეგიონში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილეს. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია ესწრებოდნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: