ალეკო ელისაშვილი:-"სახელმწიფო მოხელეები არაფერს აკეთებენ, მაგრამ ჯიბეები კი გაისქელეს"

ალეკო ელისაშვილი:-"სახელმწიფო მოხელეები არაფერს აკეთებენ, მაგრამ ჯიბეები კი გაისქელეს"

   საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა და პრემიების თემაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე განცხადებით, ის პრემიების გაცემაზე უმკაცრესი რეგულაციის დაწესების მომხრეა.

   -"სად იყო ამდენ ხანს ხელისუფლება, დღეს გამოიწერეს პრემიები?! სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გამოწერილი პრემიები არ იყო გამაოგნებელი?! 2 კვირის მისულმა კაცმა საკუთარ თავს 40 000 რომ გამოუწერა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გვიან გაახსენდათ. სჯობს, ნორმალური რეგულაცია გააკეთონ და თან ძალიან სწრაფად. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მიდიოდა საკრებულო, მარაგად 300%-იანია პრემია წაიღო და კიდევ აქეთ გვაშტერებდნენ, რომ ამა და იმ ფონდში გადავრიცხეთო. ქველმოქმედება თუ გინდა, ჯერ ერთი, არ უნდა იყვირო, მეორეც, საკუთარი ფულით უნდა გასწიო ქველმოქმედება და არა ბიუჯეტიდან აღებული თანხით. წელიწადნახევარია ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეშია და ახლა რატომ გაახსენდათ პრემია. 138 მილიონია ხელფასებად და პრემიებადაა გაცემული. წინა ხელისუფლებასაც ვსაყვედურობდით, ახალსაც. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. პრემიების გაცემაზე უმკაცრესი რეგულაციები უნდა დაწესდეს, რადგან ხელისუფლებაში ზოგიერთებმა ძალიან გაისქელეს ჯიბეები. არაფერი ეტყობა, რომ სახელმწიფო მოხელეები რამეს აკეთებენ, სამაგიეროდ, პრემიების გამოწერასა და მანქანების ყიდვაში სოციალისტური შეჯიბრება აქვთ გაჩაღებული".

   დეპუტატის თქმით, თუ მკაცრი რეგულაციები საჯარო სამსახურიდან კვალიფიციური კადრების გადინებას გამოიწვევს, "არც ეს იქნება დანაკლისი".

   -" გურამ ოდიშარიას, რომელიც ტყემალზეა და დღესაც ვერ მიხვდა, თუ სად დანიშნეს. დათვალეთ, რა დაუჯდა ოდიშარია სახელმწიფოს - მისი აპარატი, მანქანა, პრემია, მივლინება. კაცის, რომელიც დღემდე ვერ გარკვეულა, თუ სად დანიშნეს. ასვეე სპორტის მინისტრი, რომელიც თავადაც ვერ ხვდება, თუ სად მუშაობს. მისი თანამშრომლებიც ვერ ხვდებიან, თუ რა საჭიროა ეს უწყება და ვართ ასე უბედურებაში. მკაცრიო, აეწვათ ჯიბე. ნოდარ ხადური ციკნის მწვადებს ვერ შეუკვეთავს და ციკნები გადარჩებიან".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: