გედევან ფოფხაძე:-"მესმის, რომ იდეალური პოლიტიკური გუნდი არ ვართ, მაგრამ..."

გედევან ფოფხაძე:-"მესმის, რომ იდეალური პოლიტიკური  გუნდი არ ვართ, მაგრამ..."

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაბალი აქტიურობა ყოველთვის ახასიათებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ დღეს, კოალიცია "ქართული ოცნება" ის ძალაა, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს უფრო მეტი საზოგადოებას, ვიდრე სხვა ძალას". მისივე თქმით პასუხისმგებლობა ხელისუფლების ყველა წევრმა უნდა იგრძნოს.

   -"ვინმემ რომ თქვას, რომ მოცემული აქტიურობა არის ადგილობრივი თვითმმართველობის სტანდარტი, არ იქნება მტყუანი. დანარჩენი არგუმენტები, რაც გაისმენა, მაინც საყურადღებოა. ხელისუფლების ქმედება გარკვეულ ნიჰილიზმს ბადებს და პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს. მაქვს თუ არა კომფორტი და პრივილეგიები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, არ ნიშნავს იმას, რომ თუკი ხელისუფლების წარმომადგენელი ადგება და ჯიბეში ჩაიდებს ხალხის ფულს, მაგრამ მე რადგან არ გამიკეთებია, პასუხისმგებლობა არ ვიგრძნო, ასე არ არის. ხმა ხომ მივეცი,  მინისტრთა კაბინეტს, ცუდი კაცი ყოფილა, რატომ აიყვენს, ასეთი არგუმენტები არის გულუბრყვილო. უმრავლესობის არწერთ წევრს არ უნდა გვქონდეს ასეთი დამოკიდებულება. თუ მან ეს გაბედა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას საპარლამენტო კონტროლის არ ეშინია, ან მიაჩნია, რომ არ არსებობს ან ჩვენ მივეცით ასე ეფიქრა. ჩემი მთავრობა რადგან ხარ და დაგიცავ  ყველაფერში, ასე არ უნდა ვაფიქრებინოთ ამომრჩეველს, მესმის, რომ იდეალური პოლიტიკური  გუნდი არ ვართ, მაგრამ დღეს, კოალიცია "ქართული ოცნება" ის ძალაა, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს უფრო მეტი საზოგადოებას, ვიდრე სხვა ძალას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: