დავით დარახველიძე:-"დაუსაბუთებელ პრემიებზე შეზღუდვის ნორმა უნდა იყოს დაწესებული"

დავით დარახველიძე:-"დაუსაბუთებელ პრემიებზე შეზღუდვის ნორმა უნდა იყოს დაწესებული"

   ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე მთავრობის სხდომაზე  პრემიების საკითხს შეეხო და განაცხადა.

   -"პრემიების გაცემა არ უნდა იყოს დამოკიდებული მხარჯავი უწყების ხელმძღვანელის ნებაზე, ერთ-ერთი მეც ვიყავი, ვისი მოსაზრებაც იყო, რომ პრემიების საკითხი უნდა იყოს მოწესრიგებული და არ უნდა იყოს დამოკიდებული ცალკეული მხარჯავი უწყების ხელმძღვანელის ნებაზე და ბუნებრივია, არ უნდა იყოს შეუზღუდავი. შესაბამისად, მომავალში თუ ვინმეს მაინც მოუვა ასეთი აზრი და გადაწყვეტს დაუსაბუთებელი პრემიის გაცემას, ნორმის მიხედვით ეს შეზღუდული იქნება და საფინანსო სამსახურები მას ამაზე თანხმობას არ მისცემენ".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: