დავით სერგეენკო:-"აუცილებელი იყო პრემიების სისტემა მოქცეულიყო ერთიან ლოგიკაში"

დავით სერგეენკო:-"აუცილებელი იყო პრემიების სისტემა მოქცეულიყო ერთიან ლოგიკაში"

   საქართველოს მთავრობის დადგენილებას "საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საჯარო სამსახურის ბიუროს თავმჯდომარე ეკატერინე ქარდავა წარმოადგენს.

   სხდომის დაწყების წინ კი პრემიების საკითხს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"აუცილებელი იყო პრემიების სისტემა მოქცეულიყო ერთიან ლოგიკაში და არ იყოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. ეს რეგულაცია მთავრობის სხდომაზე განიხილება, გვექნება დისკუსია, მსჯელობა რა ფორმით იქნება მთავრობის გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, ცალსახად ვადასტურებ, რომ სწორია ეს თემა ერთიან ლოგიკაში იყოს მოქცეული".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: