1 ივლისს საჯარო სამსახურის ბიურო პრეზენტაციას გამართავს

1 ივლისს საჯარო სამსახურის ბიურო პრეზენტაციას გამართავს

   1 ივლისს საჯარო სამსახურის ბიურო გამართავს პრეზენტაციას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ერთიანი კონცეფცია, როგორ უნდა მოხდეს საჯარო სამსახურში დაწინაურება, რანჟირება, სამსახურში მიღება-გათავისუფლება, როგორ უნდა შეფასდეს პრემიების რანჟირება. დღეს კი მთავრობამ  პრემიების შესახებ დადგენილება ტექნიკური შენიშვნებით მიიღო. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კაბახიძემ განუცხადა, დადგენილება დაარეგულირებს პრემიების გაცემის ზედა ზღვარსა და იმ პირთა წრეს, რომლებსაც ექნებათ საშუალება, პრემიები გასცენ.

   -"დადგენილება გავიდა ზუსტად ისე, რომ პრემიები უნდა გაიცეს კვარტალში ერთხელ, ხელფასის 100%-იანი მოცულობის გაცემის უფლება აქვს ზემდგომ თანამდებობის პირს. 1 ივლისს წარმოდგენილი კონცეპცია იქნება დანამატებზე, ხელფასებზე და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების რანჟირების მიხედვით, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, განსახვავებულია სპეციფიკები"-განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: