დაფინანსებულმა საწარმოებმა წარმოების პროფილი ორი წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნონ

დაფინანსებულმა საწარმოებმა წარმოების პროფილი ორი წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნონ

   პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის  - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე კიდევ სამი ახალი პროექტი დაამტკიცა.

   როგორც ცნობილი გახდა  თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ქაღალდისა და არანაქსოვი მასალისგან შესაფუთი და ერთჯერადი მოხმარების პროდუქციის საწარმო აშენდება, რისთვისაც ინდმეწარმე ეკატერინე აბრამიას, მთავრობის განკარგულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე (ნაკვ.14/579) არსებული 2587კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-2 შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 385,09 კვ.მ. ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა. საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება საქართველოს მთავრობის შესაბამისი   განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს, ხოლო საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 1 416 000 ლარია.

   მეორე პროექტის მიხედვით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში კი ხილის, კენკროვნების და ბოსტნეულის გადამამუშავებელი  საწარმო აშენდება. ამ მიზნით, მთავრობის განკარგულებით,შპს "ჯეო კონცენტრატს" ერთ ლარად გადაეცემა სოფელ კარალეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული20 067 კვ.მ   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით არანაკლებ 332 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

   საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  დამტკიცდა მესამე  პროექტიც, რომლის თანახმად, პლასტმასის მწარმოებელი საწარმოს მშენებლობის მიზნით, შპს "ჯეოკეპ"-ს საკუთრებაში გადაეცემა, თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 003 კვ.მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით არანაკლებ 2 622 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: