ირინა სარიშვილი: ჩვენ მალე გარეთ გამოვალთ!

ირინა სარიშვილი: ჩვენ მალე გარეთ გამოვალთ!

პოლიტიკური პარტია „იმედის“ თავმჯდომარემ, ირინა სარიშვილმა საკმაოდ მწვავე ფეისბუქ-სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

 

დროის ერთი და იგივე მონაკვეთში:

1. აფხაზეთში თამაშდება სპექტაკლი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მის "ოპოზიციას" შორის – ერთი მეორეს ზედმეტ დამოუკიდებლობასა და რუსეთთან არასაკმარის ინტეგრირებაში დებს ბრალს (?!), რის შედეგადაც იცვლება დავის საგანი და საქართველოს თემა ქრება: სადაო ხდება ის, თუ სად და როგორი უნდა იყოს აფხაზეთი – დამოუკიდებელი თუ რუსეთის ნაწილი, და ამ დავაში დასავლეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს!

2. ცხინვალში ტარდება რეფერენდუმი ჩრდილოეთ ოსეთთან, ანუ რუსეთთან მიერთების თაობაზე – ანალოგიური სიტუაცია, სადაც საქართველოს თემა აღარ არსებობს!

3.ქოც–ნაცები ცოტა ხნით ადრე ოსი და აფხაზი ხალხის თავისუფალი ნების პატივისცემაზე საუბრობენ!

4.რესპუბლიკელებს პროგრამაში პირდაპირ უდევთ სამი "ქართული" სახელმწიფო (?!)!

5. ალასანია ამავე პერიოდში ახშირებს საზეიმო განცხადებებს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების და რადარების განთავსების თაობაზე რუსეთის წინააღმდეგ!

6.ამავე პერიოდში, 27 ივნისს, საქართველოს მარიონეტული ქოც–ნაცური ხელისუფლება ხელს აწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, იმ ევროკავშირთან,რომელიც ხვალ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას მხარს დაუჭერს!

აღარაფერს ვამბობ სხვა "სიახლეებზე", რაც საქართველოს ამ სამყაროსგან ელოდება!!!

და ყოველივე ამის შემდეგ, საქართველოში არის ქოც–ნაცური ხელისუფლება, კარიერის მომლოდინე თამაშგარე დარჩენილი პოლიტიკოსები,და რაც ყველაზე უფრო სამწუხაროა, საზოგადოების ზომბირებული ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს და წინასწარ ზეიმობს 27 ივნისს (?!) !!!!!!!!!!!!!!!!!!

მე არ მაქვს შეკითხვა ქოცებთან და ნაცებთან;
არ მაქვს შეკითხვა ერთმანეთის ჭამით გართულ ოპოზიციასთნ;
მე ვეკითხები საზოგადოების მოზეიმე ნაწილს:
არ გრცხვენიათ?!!! ან მერე არ შეგრცხვებათ?!!!
მე მრცხვენია!!! და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის,რომ ხვალ არ შემრცხვეს!!!
ჩვენ მალე გარეთ გამოვალთ, და თქვენ ვისთან აპირებთ დგომას – ამათთან?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
კარგად დაფიქრდით და სანამ დროა, თქვენი "განათლებული" და ათასი სისულელით გამოტენილი თავები გაანძრიეთ! მერე გვიან იქნება! თქვენთვის იქნება გვიან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

პოლიტიკური სტატუსი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: