ელიზბარ ჯაველიძე:-"ასოცირების ხელშეკრულება ლგბტ-ს დამკვიდრებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს!"

ელიზბარ ჯაველიძე:-"ასოცირების ხელშეკრულება ლგბტ-ს დამკვიდრებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს!"

   "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი, ელიზბარ ჯაველიძე ასოცირების ხელმოწერას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას"   საქართველოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.

   -"ამ ხელშეკრულებას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ასეთი ხელშეკრულება მრავლად იდება და ამის გათვალსიწინებით,   ჩვენი ევროკავშირში მიღება,  დიდი ზღაპარი და  დიდი ილუზიაა. ამ ხელშეკრულების  დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია, რაც საკმაო ეჭვებს იწვევს.  მე ვიცი  ხელშეკრულების ერთი ნაწილი, სადაც მოზრდილი პარაგრაფი ლგბტ  ინსტიტუტის დამკვიდრებას და გაძლიერებას  ეძღვნება. არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს ის შემაშფოთებელი გარემოება,  რომ მიწის ყიდვა-გაყიდვაზე მორატორიუმი, სწორედ ასოცირების ხელშეკრულების ხელისმოწერამდე 1 დღით ადრე გაუქმდა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: