ნიკოლოზ მეტრეველი:-"დეფაქტო საზღვარზე რაიმე სახის პროვოკაციას არ გამოვრიცხავ"

ნიკოლოზ მეტრეველი:-"დეფაქტო საზღვარზე რაიმე სახის პროვოკაციას არ გამოვრიცხავ"

   გავრცელებული ინფორმაციით საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან რუსმა მესაზღვრეებმა სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. დაახლოებით კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე ამოღებულია ის ბოძები, რომლებზეც მავთულხლართები უნდა დამონტაჟებულიყო. ახალი ბოძების დასამონტაჟებლად გამზადებულია თხრილები, მოწყობილია ახალი საგუშაგოც. ამ ფაქტს თსუ, საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მეტრეველი გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია საქართველოსთვის. ჩვენი გამოცდილი დიპლომატების ალექსი პეტრიაშვილის და ზურაბ აბაშიძის განცხადებებს ყურადრებით ვეცნობი და ვფიქრობ ამ ეტაპზე რაიმე რაიმე სერიოზული საფრთხე ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან მოსალოდნელი არ არის, თუმცა დეფაქტო საზღვარზე რაიმე სახის პროვოკაციას არ გამოვრიცხავ. რაც შეეხება იმ ვადაუდს, რომ რუსეთმა შესაძლოა სამაჩაბლო რეფერენდუმის საშუალებით მიიერთოს, ბევრი რამ არის მოსალოდნელი მათგან, მაგრამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე არამგონია მსგავსი არაპრაგმატული ნაბიჯი გადადგას რუსეთმა, რომელიც კიდევ უფრი გაართულებს მის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას საერთაშორისო ასპარეზზე".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: