"ქართული ოცნების"კანდიდატები ოპონენტებს სატელევიზო დებატებს სთავაზობენ

"ქართული ოცნების"კანდიდატები ოპონენტებს სატელევიზო დებატებს სთავაზობენ

   კოალიცია "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მეორე ტურში გასული მერობის კანდიდატები კონკურენტებს სატელევიზო დებატებს სთავაზობენ. 

    "კოალიცია "ქართულიოცნების"  რუსთავის,  ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, გორის, თელავის და მცხეთის მერობის კანდიდატები თავის კონკურენტებს სატელევიზიო დებატებს სთავაზობენ, რომლის დროსაც ჟურნალისტებს მიეცემათ საშუალება, დასვან სასურველი შეკითხვები და თითოეული კანდიდატისგან  მიიღონ ამომწურავი პასუხები. ეს ფორმატი შესაძლებელს გახდის,  მოსახლეობის მაქსიმალურმა რაოდენობამ მოუმინოს მერობის კანდიდატებს,  უფრო მეტი გაიგოს მათი საარჩევნო პროგრამისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუადვილებს საბოლოო არჩევანის გაკეთებას"- აღნიშნულია განცხადებაში.

   ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ  ანალოგიური განცხადება გააკეთეს "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმაც...თუმცა დებატები ჯერ არავის უნახავს...

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: