Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
27-06-2014, 12:03
ნანახია: 608

ჟოზე მანუელ ბაროზუ-

   ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ დღეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ღონისძიების გახსნისას განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ეძებს "ექსკლუზიურ ურთიერთობებს ჩვენს სამ პარტნიორთან - საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან. ვფიქრობთ, რომ ეს ქვეყნები თავიანთ საზოგადოებებსს, ეკონომიკებს გახსნიან. მათ უნდა დაამყარონ საერთაშორისო ურთიერთობები და არ უნდა გასწიონ არაჯანსაღი კონკურენცია. ეს ხელშეკრულებები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს არის თანამშრომლობის ხელშეკრულებები. ვიცით, რომ თქვენ ევროპული არჩევანი გააკეთეთ. ასოცირების ხელშეკრულებები არ წარმოადგენს საბოლოო წერტილს, პირიქით, ეს არის გახსნა თავისუფალი ვაჭრობის, თანამშრომლობისა და ეს არის დასაწყისი". მისივე თქმით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების ხელმოწერა ისტორიული მნიშვნელობის ფაქტია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ "არ უნდა ვიყოთ ილუზიებში, რადგან ამის შემდგომ ძალიან რთული სამუშაოა ჩასატარებელი".

   -"ეს მართლაც ისტორიული დღეა მთლიანად ევროპისთვის. ეს არის აღიარება იმ წარმატების და წინსვლისა, რომელსაც მათ წლების მუშაობის შედეგად მიაღწიეს. ამ ქვეყნებს სურთ, იცხოვრონ ევროპული სულისკვეთებითა და ევროპული ღირებულებებით. ევროკავშირისთვის ეს არის ვალდებულება, რომ მან დაუჭირა მხარი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას, როდესაც ისინი საკუთარი ქვეყნების ტრანსფორმირებას ახდენენ უფრო სტაბილური დემოკრატიისკენ. ასოცირების ხელშეკრულებები წარმოადგენს ლიგიკურ გაგრძელებას იმ პროცესისა, რომელიც ამ ქვეყნებისთვის წლების წინ დაიწყო. გარდა ამისა, ისინი წარმოადგენენ შემობრუნების მნიშვნელოვან პუნქტს ჩვენს პოლიტიკაში ეკონომიკის ინტეგრაციისა და პოლიტიკის თვალსაზრისით. ეს ხელშეკრულებები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მისცემს საშუალებას, წარმართონ რეფორმები, გაამყარონ კანონის უზენაესობა და მოახდინონ ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან ეს ხელშეკრულებები ხელს უწყობს ზრდას სხვადასხვა სექტორში. მაგრამ ნუ ვიქნებით ილუზიების ქვეშ – აქ ძალიან რთული სამუშაო ჩასატარებელი.  რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ პარტნიორ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ამისათვის საჭიროა მყარი პოლიტიკური ნება, კოორდინაცია, თითოეული ქვეყანჯა უნდა მიწვდეს თავის პარლამენტს, საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად იყოს გარანტირებული, ასე ვთქვათ, მსუბუქი გადასვლა".