მიხეილ სააკაშვილი:-"ევროპას, იმის მიუხედავად, რომ სინდისი, ხშირად, მიძინებული აქვს, ეს სინდისი მაინც აქვს"

მიხეილ სააკაშვილი:-"ევროპას, იმის მიუხედავად, რომ სინდისი, ხშირად, მიძინებული აქვს, ეს სინდისი მაინც აქვს"

   საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და დღევანდელ მთავრობას ასოცირების შეთანხმების გაფორმება ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა და "რუსთავი 2"-ის ეთერით განაცხადა: 

   -"მინდა მივულოცო ჩვენს ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დღევანდელ მთავრობას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. ეს არის საერთო გამარჯვება ქვეყნის, ყველა პოლიტიკური ძალის, ვინც აცხადებს ერთგულებას ევროპული არჩევანის მიმართ. მთავარი, რასაც უკავშირდება ამ ქვეყნების ევროპისკენ სვლა და საქართველო არის მათი ყინულმჭრელი, უკავშირდება, რა თქმა უნდა "ვარდების რევოლუციას". "ვარდების რევოლუციამდე" გამოცხადდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და არც უხსენებიათ საერთოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნები. რევოლუციიდან 3-4 თვეში გამოცხადდა, რომ საქართველო იქნება პირველი, ვისაც ჩართავენ სამეზობლო პროგრამაში. შემდეგ ამას დაემატა უკრაინა და მოლდოვა, ხოლო 2008 წლის მერე, როცა პირველად ჩავედი ბაროზოსთან სალაპარაკოდ, მან თქვა, რომ რაღაც ისეთი უნდა მოვიფიქროთ, რაც პასუხს გასცემს ჩვენი მხრიდან ამ აგრესიას. მაშინ დავსხედით მე, კარლ ბილდტი, რადოსლავ სიკორსკი და ბაროზო, სესიასავით ჩავატარეთ, შემდეგ სხვებთან ჩაატარეს სესიები და შემდეგ მათი პასუხი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობა".

   ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება აზრს, რომ საქართველო არ არის მზად ნატოში შესასვლელად და ამბობს:

    -"საქართველო არის ნატოს წევრობისთვის მზად ათჯერ უფრო მეტად, ვიდრე ზოგიერთი ახალი წევრი სახელმწიფო.  საქართველომ ბევრად მეტი სისხლი დაღვარა, საქართველო დამპყრობელს ეომა და ამის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ მაგიდასთან მიგვიწვიონ, ჩვენ "ჩუპა-ჩუპსს" გვიდებენ პირში… რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ნატოსთან და ევროპასთან მოლაპარაკება არ უნდა გავაგრძელოთ, რადგან ევროპას, იმის მიუხედავად, რომ სინდისი, ხშირად, მიძინებული აქვს, ეს სინდისი მაინც აქვს. ამიტომ ამ სინდისის გაღვიძებას ჩვენ მუდმივად უნდა ვეცადოთ, კარზე განუწყვეტელი კაკუნითა და თავის შეხსენებით".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: