მიხეილ სააკაშვილი:-"კარგი იქნება, რომ საქართველოს მთავრობამაც მადლობა უთხრას იმ გუნდს, რომელმაც მთავარი სამუშაო გაწია"

მიხეილ სააკაშვილი:-"კარგი იქნება, რომ საქართველოს მთავრობამაც მადლობა უთხრას იმ გუნდს, რომელმაც მთავარი სამუშაო გაწია"

   მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თუნდაც მხოლოდ იმიტომ გამოხატავს მადლიერებას, რომ წინა ხელისუფლების დაწყებული საქმე არ გააფუჭეს. 

   -"საქართველოს მთავრობის მიმართ, მინდა, მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვები გამოვხატო, მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებისა, ბევრ საკითხში. მე თუნდაც იმისთვის ვარ მადლობელი, რომ არ გააფუჭეს ის, რაც ჩვენ უკვე მანამდე ავაშენეთ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით. კარგი იქნება, რომ საქართველოს მთავრობამაც მადლობა უთხრას იმ გუნდს, რომელმაც მთავარი სამუშაო გაწია, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვუთხრათ მადლობა. არ მინდა, გამოვიდეს ისე, როგორც ერთ ძველ ზღაპარშია, როდესაც დედინაცვალმა სადღაც გადამალა კონკია და მის შვილს ჩააცვა კონკიას ფეხსაცმელი, ადგილი უნდა ჰქონდეს დედინაცვლის შვილსაც და ადგილი უნდა ჰქონდეს კონკიასაც. კონკიას დამალვა და გვერდზე გაწევა არ გამოვა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: