ხვალ საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩამოვა

ხვალ  საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩამოვა

   საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით ხვალ  საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩამოვა, რომელიც გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან. დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან.

   გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრებზე განხილული იქნება ევროპის კავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებისა და საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხები.

   დელეგაციას უხელმძღვანელებს სენატორი ბენ კარდინი, რომელიც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრია. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან სენატორი ტომ ჰარკინი (აიოვა, დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა, რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი ადამ შიფი (კალიფორმია, დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი ფილ გინგრი (ჯორჯია, რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი (არიზონა, რესპუბლიკური პარტია).

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: