შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

   შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული ირაკლი ჩ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 280 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს.

   ირაკლი ჩ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

   გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: