Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
1-07-2014, 11:19
ნანახია: 593

ფიქრია ჩიხრაძე:-

   "ახალი მემარჯვენეების" ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და სამართლებრივი აქტია"

   -"ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა - ეს არის უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი და პოლიტიკური აქტი ჩვენი ქვეყნისთვის. იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ ეს მოვლენა ჩვენი საზოგადოებისათვის ახალი სტიმულის მიმცემი აღმოჩნდება, იმისთვის რომ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ახალი სტანდარტები დავამკვიდროთ, იქნება ეს ადამიანის უფლებათა დაცვა, ქვეყნის უსაფრთხოება, ბიზნესისათვის და მეწარმეობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, სამართლიანი სასამრთლო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ზოგადად დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

   პარტიის ლიდერმა არჩევნების მეორე ტურზეც ისაუბრა და თქვა, რომ არჩევნებზე სერიოზული ხარვეზები დაფიქსირდა და ის ფაქტი, რომ ყველა ერთად ითხოვს ბათილი ბიულეტინების ხელახლა გადათვლას, ნამდვილად სამართლიანია. მისი თქმით, აუცილებელია დღესვე გაირკვეს თუ რასთან გვაქვს საქმე, რათა მომავალ არჩევნებზე უნდობლობის ფორმა აღარ შენარჩუნდეს.

   -"ყოველი მესამე ოქმი პრაქტიკულად დაუბალანსებელია, ეს არაპროფესიონალიზმითაა გამოწვეული და მიზანმიმართულად არის განხორციელებული. ქვეყნის განვითარებისთვის ეს ტრაგედია არ არის, მაგრამ უპასუხისმგებლობა იქნება არ იქნეს გამოძიებული აღნიშნული ქმედებები. დღეს ამ საკითხს დღეს აუცილებლად დავაყენებ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე. ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ ჩვენ არასწორ განცხადებებს ვაკეთებთ, მაგრამ მათგან ამის ნებას ვერ ვხედავთ. თუნდაც ახალქალაქის მაგალითი რომ ავიღოთ, სადაც მოსახლეობა თავისი არჩევანის დასაცავად გამოვიდა. ჩვენ არ გვაქვს უფლება  ხალხი შუა ბრძოლაში მივატოვოთ".

   პარტიის ლიდერის თქმით აუცილებელია საარჩევნო კოდექსის დახვეწა და იმ ცვლილებების გათვალისწინება, რაც ოპოზიციამ წარუდგინა ხელისუფლებას. მისივე განცხადებით სამართლიანი არჩევნებისთვის მხოლოდ არჩევნების დღეს დაფიქსირებული სიმშვიდე არ კმარა, თუმცა ესეც წინგადადგმული ნაბიჯია, როცა ადგილი არ აქვს ცემა-ტყეპას და დაპირისპირებას. ჩიხრაძე აცხადებს, რომ აუცილებელია თანაბრობის და დემოკრატიულობის უზრუნველყოფა, ხმის დათვლამ ჩაიაროს გაყალბების მაქინაციების გარეშე და მოსცილდნენ "გაყალბების მანქანები" კომისიებს.

   ფიქრია ჩიხრაძე გიგი უგილავას დაკითხვაზე დაბარების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მას არ მოსწონს როგორ იფარცხება ერთი საქმით მეორე საქმე.

   -"თუ არსებობს დანაშაული, ყველა ერთბაშად უნდა იქნას წარდგენილი მის მიმართ. ის, რომ გარკვეული დანაშაულებები და გადაცდომები არსებობდა წინა ხელისუფლების დროს, ეს ყველასთვის ცხადია, მაგრამ არ უნდა შევქმნათ ეჭვის ნატამალიც და არ უნდა მივცეთ მათ სიტყვებით მანიპულირების საშუალება. ერთი საქმე არ უნდა გადაიფაროს მეორეთი, თორემ შეიძლება ვიღაცამ მართლაც ირწმუნოს პოლიტიკური სარჩულის არსებობა".

   პარტიის ლიდერის თქმით ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი და ყველამ უნდა იცოდეს, რომ დამნაშავე სტატუსისა და თანამდებობის მიუხედავად კანონის წინაშე აგებს პასუხს.