ირაკლი შოთაძე:-"გია დგებუაძე 2 საქმეზეა პასუხისგებაში მიცემული"

ირაკლი შოთაძე:-"გია დგებუაძე 2 საქმეზეა პასუხისგებაში მიცემული"

   -"ყველა სახელმწიფოს ინდივიდუალური ვადები აქვს ექსტადაციის საკითხზე. გია დგებუაძე 2 საქმეზეა პასუხისგებაში მიცემული. ერთი ეხება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, მეორე კი, ნავთლუღის სპეცოპერაციისას არასრულწლოვანი მოქალაქეების  განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას. ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ მოხდეს მისი საქართველოში ექსტრადირება", - აცხადებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე.

   მისივე  ინფორმაციით, ჰოლანდიურ მხარეს შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა, თუმცა ექსტრადაციის კონკრეტულ თარიღს ამ ეტაპზე ვერ ასახელებს. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: