გიგი უგულავა:-"იაფასიან და გაუნათლებელ მატყუარათა თავყრილობად ჩამოყალიბდა პროკურატურა"

გიგი უგულავა:-"იაფასიან და გაუნათლებელ მატყუარათა თავყრილობად ჩამოყალიბდა პროკურატურა"

   გიგი უგულავა მის საზღვარგარეთ  გამგზავრებასთან დაკავშირებით  მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:

   -"პროკურატურა იტყუება. არანაირი ნებართვა ქვეყნის დატოვებაზე მე, როგორც ბრალდბულს არ მჭირდება, რადგან ამას სასამართლო აწესებს და არა გამოძიება. სამარცხვინოა, რომ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ეს არ იცის, ან შეგნებულად ატყუებს საზოგადოებას. რაც მთავარია, შოთაძის აღიარებით მე გუშინ მხოლოდ იმ მოტივით წამიყენეს, რომ "თითქოს ოპერატიული მონაცემების მიხედვით მივდიოდი და არ ვბრუნდებოდი და რომ ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფებოდა". დავუშვათ და ასეა, მე რომ არ გადამეწყვიტა ევროსაბჭოს კონგრესის სხდომაზე წასვლა ბრალს არ წამიყენებდნენ?!. იაფასიან და გაუნათლებელ მატყუარათა თავყრილობად ჩამოყალიბდა პროკურატურა.

   P.S. რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში 19-ჯერ მაქვს გადაკვეთილი საზღვარი ( მათ შორის მეუღლესთან ერთად). როგორც სჩანს ივანიშვილი-ღარიბაშვილი საკუთარი გადმოსახედიდან უყურებენ სხვებს. მაგ ბედნიერებას არასდროს მოგანიჭებთ. წავიდე და აქ გაძახებინოთ გაიქცაო! აქ ვარ, ვდგევარ და მიდით თუ თავი გაქვთ წამაქციეთ!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: