ალექსანდრე ქანთარია:-"უგულავა გაუზრდელდა და ხდება მისი დეგრადირება"

ალექსანდრე ქანთარია:-"უგულავა გაუზრდელდა და ხდება მისი დეგრადირება"

   უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია გიგი უგულავას საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა, არც თუ უნიჭო კაცი, რომელიც 9 წლის განმავლობაში იყო მარადიული ძალა-უფლების ტრფობაში და ეგონა, რომ მუდამ ასე იქნებოდა, როგორც კი დადგა სამართლის წინაშე, თვალსა და ხელს შუა გაუზრდელდა და ხდება მისი პიროვნების დეგრედირება. მე ვურჩევდი შეურაცხყოფების მაგივრად იზრუნოს ადვოკატთა ჯგუფზე, რომელიც მის საქმეს გაამარტივებენ. ფული ამისთვის არ გაუჭირდება".

   დეპუტატმა სარკოზის დაკავება გაიხსენა და განაცხადა, რომ ესეც თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ კანონი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. 

   -"ევროპასა და ცივილიზებულ ქვეყნებში კანონზე მაღლა არავინ დგას"-განაცხადა ქანთარიამ და აქვე დაამატა, რომ ყველა მოქალაქე იგრძნობს ევროპულ წესრიგს და მის სტანდარტებში შესვლას. მისივე თქმით ქვეყანას ეყოლება კანონიერი სასამართლო და უახლოეს ხანში მოსამართლე იქნება აბსოლუტურად თავისუფალი, რომელსაც მოქალაქეების ნდობა ექნება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: