ანი ნადარეიშვილი:-"ვაი თქვენს პატრონს, ღარიბაშვილ-ივანიშვილებო!"

ანი ნადარეიშვილი:-"ვაი თქვენს პატრონს, ღარიბაშვილ-ივანიშვილებო!"

   თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიასადმი ახალი ბრალდების წაყენებას მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი ეხმიანება:

   -"ბაჩოს წაუყენეს ახალი ბრალი, ჯაშუშებზე წამების მუხლით, მთავარი მოწმე ლადო ბედუკაძეა! გუშინ ჩემი განცხადების შემდეგ ბაჩოს ახალ ბრალთან დაკავშირებით შოთაძემ და ჭიკაიძემ 9 საათიან კურიერში განაცხადეს, რომ ეს აბსურდული განცხადებაა და არანაირი ახალი ბრალი არ არსებობს!  

   გუშინ, როდესაც სპონტანურად და ყველასთვის მოულოდნელად სასამართლო პროცესზე დავაყენეთ ბაჩოს გირაოს საკითხი და მოსამართლე გავიდა ერთი საათით სათათბირო ოთახში, სასამართლოში მოვიდა პროკურორი გიორგი ლომთაძე, რომელსაც ხელში ეჭირა დაკავების ოქმი, ანუ თუ სასამართლო ბაჩოს გირაოს შეუფარდებდა, დარბაზის კარებთანვე აიყვანდნენ ისევ!

   ვაი თქვენს პატრონს, ღარიბაშვილ-ივანიშვილებო! როდემდე უნდა გააგრძელოთ ეს მასკარადი? ყველაფერი ვიცი რაც მანდ ხდება".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: