"მთავრობა უგულავას საკითხში ნაკლებად ჩაერევა"

"მთავრობა უგულავას საკითხში ნაკლებად ჩაერევა"

   გიგი უგულავა  ამ დროისთვის "მოდულის" შენობაში იმყოფება. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღის განმავლობაში ფინანთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას გააკეთებს. 

   უგულავას დაკავებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და განაცხადა:

   -"წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმის მიუხედავად, ზოგადად ვერიდები მსგავს საკითხებზე კომენტარის გაკეთებას, რადგან ეს სამართალდამცავი ორგანოების საქმეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ისინი ამ საქმეს ისე გააკეთებენ, როგორც საჭიროა".

   ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი ვარაუდობს, რომ "მთავრობა ამ საკითხში ნაკლებათ ჩაერევა".

   დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე კი მიიჩნევს, რომ "საგამოძიებო ორგანოებს  უგულავას დაკავების საფუძველი ჰქონდათ". მისი თქმით "ნებისმიერი თანამდებობის პირი კანონის წინაშე თანასწორია".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: