ზურაბ ქადაგიძე:-"ზაზა ხატიაშვილი სამარცხვინო თავმჯდომარეა"

ზურაბ ქადაგიძე:-"ზაზა ხატიაშვილი სამარცხვინო თავმჯდომარეა"

   "ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე აცხადებს,რომ უგულავას დაკავებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სულ მალე სამართლიანობის აღდგენა დაიწყება და ყველა დამნაშავე კანონიერების ფარგლებში დაისჯება. მისივე თქმით "ნაციონალების" სურვილი, განეხორციელებინათ ევრომაიდანი ჩაიშალა, ამიტომ ახლა ყველა გზით ეცდებიან დესტაბილიზაციის დაწყებას. ქადაგიძემ ხაზი გაუსვა "მასტერას" პოლიტ-დევნილად შერაცხვას და განაცხადა:

   -"თუ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ახალაია-სინდისის პატიმარი, ადეიშვილი და დგებუაძეც პოლიტ-პატიმრები გახდნენ, მაშინ ვიღა სჩადიოდა ამდენ დანაშაულს? საქართველოში ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტი რომ არსებობდეს, ახალაიას მოსამართლე ხელს ვერარ დააფარებს და რამის გმირად ვერ გამოაცხადებდნენ".

   ქადაგიძის განცხადებით "მასტერას" და გოგა ონიანის დაცვით "ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ" ნათლად აჩვენა მისი კავშირი ამ ძალასთან.

-"ზაზა ხატიაშვილი სამარცხვინო თავმჯდომარეა. საინტერესოა რის ფასად მიდის იმ განცხადებებზე, რომლებსაც ის დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლების დაცვისას აკეთებს. აქ ალბათ ფინანსურ დაინტერესებასაც აქვს ადგილი და ხატიაშვილს უნდა "სახელის გაპიარება".

   "ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ასევე არასამთავრობოებს მიმართავს და მოუწოდებს "დაასრულონ ტაკიმასხარობა" და შეიქმნას ისეთი პროცესი, როცა რეალურად იქნება გამოძიებული ყველა საქმე.

   -"მართალს დაერქვას მართალი, ტყუილს-ტყუილი და ამის მერე დავიწყოთ ახალი ისტორიის წერა".

   ქადაგიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად მორატორიუმისა, ისინი იწყებენ აგრესიულ და მწვავე კამპანიას. მისი თქმით ეს იქნება როგორც აქციები, ასევე ინფორმაციის გასაჯაროება და პერფომანსები. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: