კახა კოჟორიძე:-"ვერ მოვისმინეთ რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა უგულავას ახლა დაკავება"

კახა კოჟორიძე:-"ვერ მოვისმინეთ რა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა უგულავას ახლა დაკავება"

   გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"უპირველესად, ვიტყვი იმას, რომ მორატორიუმი არ არის სისხლის სამართლის კატეგორია და არ წარმოშობს ცალსახა ვალდებულებას, სამართალდამცველებმა წინასაარჩევნო პერიოდში საგამოძიებო მოქმედებები არ განახორციელონ, მაგრამ თუ ის ცხადდება და პოლიტიკუტრი თუ სამართლებრივი თამაშის წესად დგინდება, მაშინ მას სჭირდება დაცვა. ჩვენ ვიცით, თავიდან რა პირობით გამოცხადდა მორატორიუმი. მაშინ ითქვა, რომ ეს არა მხოლოდ კანდიდატებზე, არამედ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებზეც ვრცელდებოდა. საარჩევნო შტაბის უფროსი, ცხადია, ამ პროცესში ჩართული პირია. თავიდანვე ითქვა, რომ დაკავება, მხოლოდ განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდებოდა. მოცემულ შემთხვევაში ჩვენ ვერ მოვისმინეთ რა განსაკუთრებულ და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა ეს ღონისძიება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: