გიგი უგულავა:-"მე ნიღაბი ჩამოვხსენი ამ რეჟიმს"

გიგი უგულავა:-"მე ნიღაბი ჩამოვხსენი ამ რეჟიმს"

   გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ის მხოლოდ იმისთვის დააკავეს, რომ "ივანიშვილს თავი არ დაუხარა და არც არასდროს დაუხრის". მისი თქმით აუცილებელი იყო ამ რეჟიმისთვის ნიღაბი ჩამოეხსნა და ჩამოხსნა კიდეც.

   ადვოკატმა გიორგი ონიანმა ე.წ. მოდულის შეწნობაში თბილისის ყოფილი მერი მოინახულა. მისი თქმით უგულავა ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

   -"არის ბრძოლის ხასიათზე, იცის, რომ ეს არის პირადი ანგარიშსწორება. ჯერ ბრალიც არ აქვს წარდგენილი, არავინ არ იცის, რას მოიფიქრებენ. მთავარია, რომ ამ ადამიანის განცდაა, რომ ეს არის პირადი ანგარიშსწორება, სამართლებრივად ვერ შეძლეს ამ ადამიანის შეჩერება. მათ არ უნდოდათ, რომ წასულიყო იმ კონფერენციაზე, რომელზეც მიდიოდა და მოიფიქრეს ასეთი სახის დევნა". 

  გიგა ბოკერიას თქმით კი "ივანიშვილის მონები ამ ქვეყანაში ოპოზიციას ვერ გააჩუმებენ და შედეგი თავად ივანიშვილს დახვდება წინ".

   ცნობისთვის, უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" განცხადება ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: