საგამოძიებო სამსახურში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა

საგამოძიებო სამსახურში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა

   ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გიგი უგულავას უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება. როგორც უწყებაში ჩატარებული საგანგებო ბრიფინგისას განაცხადეს, უკანონო შემოსავლებით ფინანსდებოდა "ნაციონაური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანია.

 

   -"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავა გიორგი უგულავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიგი უგულავა , როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღავნელი, დანაშაულში ჩართულ სხვა წევრებთან ერთად, მათშორის ამავე საქმეზე დაკავებულ მის ქვისლ გიორგი ღონიაშვილთან და ლატარიის კომპანიის ყოფილ დირექტორთან დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორ ალექსანდრე გოგოხიძესთან ერთად ახორციელებდა ერთ-ერთი ოფშორული ზონიდან სქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. შავი ფულის მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას, რაც შემდგომში უნდა მოხმარებოდა პოლიტიკური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას",-განაცხადეს ფიონანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: