ჯონდი ბაღათურია:-"არავინ არ არის უგულავას დამჭერი, ეს მხოლოდ გარიგებაა"

ჯონდი ბაღათურია:-"არავინ არ არის უგულავას დამჭერი, ეს მხოლოდ გარიგებაა"

   "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბარათურია გიგი უგულავას დაკავებასა გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"არავინ არ არის უგულავას დამჭერი, მისი დაჭერა რომ სდომებოდათ, აქამდე ათასჯერ დაიჭერდნენ, იმდენი ბრალდება ჰქონდა წაყენებული. დღევანდელი ქმედება პიარის ერთ-ერთი სახეა, რომელიც სჭირდება ორივე მხარეს. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთთან გარიგებულია. ერთის მხრივ უგულავა წარმოჩინდა გმირად და მეორე მხრივ "ოცნებამ" თავი დაიფიქსირა როგორც უკანონობასთან და დანაშაულთან მებრძოლმა. ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და სხვა არაფერი. მათ იციან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმ უბანზე, სადაც ისინი ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ, ხალხი არ მივიდეს საარჩევნო უბნებთან და არჩევნები ჩაიშალოს, რათა მთელმა მსოფლიომ ნახოს, რომ ქართველი ხალხი უნდობლობას უცხადებს როგორც "ნაციონალებს", ასევე "ოცნებას". არჩევნების ჩაშლით კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობა დადგება დღის წესრიგში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოხდეს პარლამენტში არსებული ბალანსის გათანაბრება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: