გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ კოლეგას საქართველოში იწვევს

გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ კოლეგას საქართველოში იწვევს

   ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მილოცვის წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. 

   -"მის აღმატებულებას, ბატონ ბარაკ ობამას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 238-ე წლისთავს. ვულოცავთ ამერიკელ ხალხს ამ დღესასწაულს და მადლობას ვუხდით საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი განუსაზღვრელი წვლილისა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის. იმედს გამოვთქვამ, რომ საერთო პრინციპებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება მომავალში. ბატონო პრეზიდენტო, მსურს მოგიწვიოთ საქართველოში ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, რათა უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული და გისურვოთ თქვენ და ამერიკელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემის დადასტურება".

   პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას საქართველოში იწვევს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: