უგულავა არ შიმშილობს და საკანში მარტო იმყოფება

უგულავა არ შიმშილობს და საკანში მარტო იმყოფება

   უგულავას უსაფთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მის საკანში ვიდეო -კონტროლი ხორციელდება. ის აღარ შიმშილობს და საკანში მარტო იყოფება.

გიგი უგულავას ე.წ. მატროსოვის ციხეში მონახულების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნიკა კვარაცხელიამ განაცხადა:

   -"გიგი უგულავა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებიდან #9 დაწესებულებაში გამთენიისას გადაიყვანეს. დღის წესრიგში იდგა მისი გადაყვანის მიზანშეწონილობა და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის დილის საათებში გადაიყვანეს. ის საკარანტინო ნაწილში არ იმყოფება, მოთავსებულია საკანში მარტო და მასზე ვიდეო კონტროლი ხორციელდება. ვიდეო კონტროლთან დაკავშირებით ოქმი შედგა და მას ბატონმა გიგიმაც მოაწერა ხელი. მას განემარტა, რომ ეს მისი უსაფრთხოების მიზნით ხორციელდებოდა და ხელი მოაწერა, თუმცა საუბარში აცხადებს, რომ თუ მისი უსაფთხოების დაცვის მიზანი სხვა საშუალებებით იქნება მიღწეული, ურჩევნია კამერის მეთვალყურეობის ქვეშ არ იყოს. გიგი უგულავა აღარ შიმშილობს, საკვებს იღებს, რადგან დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა გადაყვანის თაობაზე".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: