ზაქარია ქუცნაშვილი:-"თუ ვინმეს სიმართლის დანახვა არ უნდა, დაითხაროს თვალები და არ დაინახოს"

ზაქარია ქუცნაშვილი:-"თუ ვინმეს სიმართლის დანახვა არ უნდა, დაითხაროს თვალები და არ დაინახოს"

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ის ბურჯანაძის შტაბს მერაბიშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ხალხტან არა მარტო თანამშრომლობას, არამედ შერწყმას აბრალებს და ამის ყველანაირი დამამტკიცებელი მასალა აქვს, რომელიც დღეს წარმოუდგინა საზოგადოებას.

   -"წარმოვადგენ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც დაადასტურებს, რომ ნინო ბურჯანაძის ხალხი თიანეთის მუნიციპალიტეტში ეს არის მერაბიშვილის და "ნაციონალების" ხალხი. ფოტოზე ჩანს, რომ მერაბიშვილის მარჯვნივ მეორე პირი არის მათი გამგებლობის კანდიდატი-ილია არჩვაძე. ეს ადამიანი არის 2003-2008 წლების პარლამენტის და ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელიც უფლებამოსილების დასრულების შემდეგ იყო მათი ერთ-ერთი ლიდერი თიანეთის რეგიონში, იყო ცეზარ ჩოჩელის და ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი. 2012 წელს იყო "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელი. ეს ფაქტები საკმაოდ ადვილი გადასამოწმებელის დროში და სივრცეში. გადავხედოთ საკრებულოს კანდიდატების მათ მიერ წარმოდგენილი სიის პირველ ხუთეულს, სამი აქედან "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. თუ ამ სიმართლის დანახვა ვინმეს არ უნდა და თვალების დათხრა უნდა, კი ბატონო, დაითხაროს თვალები და არ დაინახოს. ფაქტია, "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ხალხი თიანეთის რაიონში ეს არის მერაბიშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ხალხი".

   ქუცნაშვილის განცხადებით ის ნინო ბურჯანაძეს მერაბიშვილთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" არა მარტო თანამშრომლობას, არამედ შერწყმას აბრალებს.

-"მე უფრო სერიოზულ რამეს ვაბრალებ, მარტო თანამშრომლობას კი არა, ამ დამნაშავე რეჟიმთან შერწყმას ვაბრალებ და ყველანაირი საბუთი სახეზეა".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: