დარახველიძის ვიზიტი სტამბოლში

დარახველიძის ვიზიტი  სტამბოლში

   დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე და მინისტრის მოადგილე ნინო ჭავჭავაძე  სტამბოლში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად გაემგზავრნენ.  ვიზიტის მიზანია,    აფხაზეთის კონფლიქტის დროს,  უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი გმირების გადმოსვენების პროცესის დაჩქარება.  

დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით,  მოლაპარაკების შედეგად უკვე მოხერხდა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპული გმირების ცხედრების თბილისში ჩამოსვენება  და  დიღმის  სასაფლაოზე სამარხების  გახსნა, სადაც სავარაუდოდ აფხაზები არიან დასაფლავებული.  

   -"გრძელდება ქართულ-აფხაზური დიალოგი და  თანამშრომლობა კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე.  ეს პროცესი მიმდინარეობს წითელი ჯვრის ეგიდით. შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილია, სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან ჩვენი თანამემამულე გმირების  გადმოსვენების პროცესი. ასევე დასრულდა დიღმის სასაფლაოზე სამარხების გახსნა. მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები, რის შემდეგაც ცხედრები  ოჯახებს გადაეცემათ.  უახლოეს სამ დღეში არის მორიგი შეხვედრები,  რომლის შედეგებზე  დაბრუნების შემდგომ მოგახსენებთ. ქართული მხარის  პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ დავაჩქაროთ პროცესი.  პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულებაა, რომ ჩვენ ფინანსურად გავიღოთ სახსრები მოვლენების დაჩქარებისათვის, რადგან  ეს პრობლემა  ისედაც დიდი ხანია გრძელდება" - განაცხადა დავით დარახველიძემ. 

   დევნილთა და განსახლების მინისტრსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: