პუტინი შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პუტინი შევარდნაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

   რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვებ-გვერდზე ოფიციალური წერილი გამოქვეყნდა, სადაც პუტინი ქართველ ხალხს ექს–პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას უსამძიმრებს.

   "ვლადიმერ პუტინი საქართველოს ექს–პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ედუარდ შევარდნაძის ნათესავებს, ახლობლებსა და სრულიად ქართველ ხალხს".

   შეგახსენებთ, რომ დღეს ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე  86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: