"შევარდნაძე იყო პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიოს ახალი წესრიგის დამკვიდრებაში"

"შევარდნაძე იყო პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიოს ახალი წესრიგის დამკვიდრებაში"

   ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანებს და განცხადებას ავრცელებს:

 

   "მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის წვლილი თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის ჩამოყალიბებაში. ედუარდ შევარდნაძე იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ,,ცივი ომის" დასრულებასა და მსოფლიოს ახალი წესრიგის დამკვიდრებაში. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: