Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
7-07-2014, 16:38
ნანახია: 1031

გიორგი  ორთანეზაშვილი:  ოქრუაშვილი და სააკაშვილი ერთად მოქმედებდნენ!

დღეს  „პირველ“  პრეს-კლუბში  გორის  წისქვილკომბინატის  ერთ-ერთმა მფლობელმა  გიორგი  ორთანეზაშვილმა  და  მისი  ადვოკატებმა  ჟურნალისტებისთვის  ბრიფინგი  გამართეს. მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას  2004  წელს  წისქვილკომბინატის  პარტნიორების  წინააღმდეგ ექსგენერალური  პროკურორისა  და  შემდგომში  შინაგან  საქმეთა  მინისტრის  ირაკლი  ოქრუაშვილის  მხრიდან  კერძო  საკუთრების  ძალადობრივი  ექსპროპრიაციის  სკანდალურ  ფაქტები.

ორთანეზაშვილი  აცხადებს, რომ  ირაკლი  ოქრუაშვილს  უკანონო  ექსპროპრიაციაში  და  ქონების  ძალადობრივ  გადაფორმებაში  ხელს  უწყობდნენ  იმდროინდელი  გუბერნატორი, მიხეილ  ქარელი  და  გორის  სასამართლოს  თავჯდომარე  ბონდო  ვათიაშვილი.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მუქარა  და  ზეწოლა  ერთი  წლის  განმავლობაში  გრძელდებოდა  და  არნახული  შევიწროების  პირობებში  წისქვილკომბინატის  მფლობელებს  საბოლოოდ  წაართვეს ბიზნესი.  „ყველაფერი  ეს  ხდებოდა  უშუალოდ  ირაკლი  ოქრუაშვილის  პირდაპირი  დავალებით. ჩვენი  ინფორმაციით, ამ  ქონების  ჩვენთვის  წართმევით  პირადად  იყო  დაინტერესებული  პრეზიდენტი  მიხეილ   სააკაშვილი  კიდევ  ერთხელ  საჯაროდ  მივმართავთ  პროკურატურას,  დროულად  დაასრულოს  გამოძიება  და  დანაშაულზე  და  დამნაშავე  პირებზე  მოახდინოს  სათანადო  რეაგირება“  - აცხადებს  ორთანეზავშილი.