გიორგი მარგველაშვილი:-"ბატონი ედუარდი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო"

გიორგი მარგველაშვილი:-"ბატონი ედუარდი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო"

   საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი ედუარდ შევარდნაძის ოჯახთან მისასამძიმრებლად მივიდა. მან კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

   -"ბატონი ედუარდი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფაქტობრივად საბჭოთა სისტემის დემონტაჟში. ის იყო პოლიტიკოსი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ევროპაში კედლების ნგრევა და ახალი ევროპის წარმოქმნა. ის ბუნებრივია, სერიოზულ როლს თამაშობდა ახალი საქართველოს შექმნაში და ჩვენი დასავლური კურსის განვითარებაში. გამოვხატეთ თანადგომა მისი ოჯახის მიმართ. მინდა, ვთქვა, რომ ყველა პატივს მიაგებს გარდაცვლილი პრეზიდენტის ხსოვნას და რაშიც ბუნებრივ როლს ითამაშებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია".

    პრეზიდენტის განცხადებით ედუარდ შევარდნაძე სახელმწიფო ხარჯებით დაიკრძალება.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: