სალომე ზურაბიშვილი:-"შევარდნაძე წავიდა და უნდა დადგეს სასამართლოს დრო ..."

სალომე ზურაბიშვილი:-"შევარდნაძე წავიდა და უნდა დადგეს სასამართლოს დრო ..."

   საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევადრნაძის გარდაცვალებას სოციალური ქსელით სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და წერს:

   -"გასულ საუკუნეში და ამ საუკუნეში კიდევ, საქართველოს ეღირსა უდიდესი შანსი რომ გასულიყო მსოფლიოში როგორც დამოუკიდებელი ღირსეული და დემოკრატიული სახელმწიფო... გარედან მხარდაჭერა, შიგნიდან უალტერნატივობა.... ვერც ერთ (შევარდნაძეს) და ვერც მეორეს (სააკაშვილს) ვერ ეყო შნო, გამბედავობა, გაქანება რომ ქვეყნისთვის ემუშავა და ქვეყნისთვის დაეტოვებინა ეს უზარმაზარი მოცემული შანსი და ქართული სახელმწიფო დაეყენიბინა ფეხზე.... არა თუ არ გამოიყენეს - არც ერთმა და არც მეორემ- და უცხოეთის მოხივბლვით თავიანთი ხალხი დაამონეს დააწიოკეს, არამედ ის ვაჟკაცობაც არ ეყოთ - რითიც ადამიანი პიროვნებად იქცევა და მართლაც შედის ისტორიაში - "ვაჟკაცობა აღიარებისა და მონანიებისა" ... დღეს ედუარდი წავიდა ამ ქვეყნიდან და ხვალ მიშა წავა სამარცხვინოდ ქართული პოლიტიკიდან მაგრამ საქართველო ვერ გამოჯამრთელდება სანამ მათ წყობას და ორივესი სისტემურ დანააშაულს არ გაასამართლებენ - მათი ერთნაირი სქემები კორუპციული, ძალადობრივი და ანტი ეროვნული.... სანამ ეს ყველა საქმე და დანაშაული არ გაიხსნება შევარდნაძეს დროს გამდიდრებულები ნაციონალების დროს გაძლიერებულნი გააგრძელებნ თარეშს და ქვეყნის გაძარცვას და განაწევრებას.... შევარდნაძე წავიდა და უნდა დადგეს სასამართლოს დრო ... რომელიც თავის ისტორიულ სიტყვას იტყვის იმის შესახებ თუ რა მოუვიდა საქართველოს ამ ორ უღირსო - თუდნაც ნიჭიერ_ ადამიანების ხელში!.... ეს იქნება ხსნა და არა შურის ძიება.. ეს იქნება მართლაც სამართლიანობის აღდგენა .... ედუარდი წავიდა მაგრამ ჯერ კიდევ საბოლოოდ უნდა დავემშვიდობოთ მის მიერ შექმნილ უღირსობის და ბოროტების მანქანას მიშაზე მემკვიდრეობით გადაცემულს...!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: