დავით უსუფაშვილი:-""სამწუხაროა, რომ გარდაიცვალა ადამიანი, რომლის სახელსაც ქვეყანაში ბევრი მოვლენა უკავშირდება"

დავით უსუფაშვილი:-""სამწუხაროა, რომ გარდაიცვალა ადამიანი, რომლის სახელსაც ქვეყანაში ბევრი მოვლენა უკავშირდება"

   საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, მწუხარება გამოთქვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,  ბაქოში,  ოფიციალური ვიზიტისას კომენტარი გააკეთა.

 

   "სამწუხაროა, რომ გარდაიცვალა ადამიანი, რომლის სახელსაც ქვეყანაში ბევრი მოვლენა უკავშირდება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, ამ მოვლენების შეფასებასთან დაკავშირებით არის განსხვავებული მოსაზრებები. "ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყნის ლიდერი მრავალი წლის განმავლობაში. აქ მისი სახელი უკავშირდება ისეთ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და კიდევ სხვა პროექტები. ბაქოში მას მადლიერებით მოიხსენიებენ. ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა გარკვეული მიგნებები ამ სფეროში. სამწუხაროდ, ასე არ იყო ყველა სფეროში მაგრამ ახლა არ არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასების დრო. გარდაიცვალა ადამიანი და მე ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. "სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: