ირაკლი ალასანია:-"სახელმწიფო უნდა დაემსგავსოს სახელმწიფოს"

ირაკლი ალასანია:-"სახელმწიფო უნდა დაემსგავსოს სახელმწიფოს"

   საქართველოს საზღვაო ძალების დღე

  საქართველოს საზღვაო ძალების დღეა. პროფესიული დღესასწაული გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. მათთან ერთად დეპარტამენტს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი და შეიარაღებული ძალების სხვა მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ.

   -„დღეს ჩვენი სამხედრო საზღვაო ძალების დღეა. 2009 წელს, სამწუხაროდ, ჩვენი სამხედრო საზღვაო ძალები გაუქმდა. ჩვენ აღვადგინეთ დეპარტამენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო თავდაცვის განვითარების დაგეგმვას დაიწყებს. მოვისმინე გეგმების შესახებ. მთავარია, რომ სწორად დავიწყოთ დაგეგმვის პროცესი და შემდეგ, ეტაპობრივად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საზღვაო ძალები. ეს იყო უდიდესი შეცდომა, წინა ხელისუფლების, როდესაც გაუქმდა საზღვაო ძალები. ჩვენ ეტაპობრივად აღვადგენთ, იმიტომ, რომ ჩვენი საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო სუვერენიტეტი უნდა იყოს განხორციელებული, სწორედ, ჩვენს მიერ. სახელმწიფო უნდა დაემსგავსოს სახელმწიფოს. მომწონს, რომ ასეთი მაღალკვალიფიცირებული კადრები გვყავს საზღვაო ძალებში“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

   შეხვედრაზე საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა. მეორე რანგის კაპიტანმა მამუკა ალადაშვილმა    დეპარტამენტის ფრუნქცია-მოვალეობებზე, გაწეულ სამუშაოებსა და სამომავლო ხედვის შესახებ ისაუბრა. საქართველოს საზღვაო ძალები 1991 წელს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით შეიქმნა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: