ალექსანდრე ჭიკაიძე გერმანიას ეწვევა

ალექსანდრე ჭიკაიძე გერმანიას ეწვევა

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა

   2014 წლის 9 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ".

   აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, როგორიცაა: სიცოცხლის, სხეულისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, ადამიანებით ვაჭრობა და უკანონო მიგრაცია, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კორუფცია, კიბერდანაშაული, ფულის გაყალბება, ფინანსური დანაშაულები და სხვ. ხსენებული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული კუთხით, კერძოდ: დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში მეკავშირე ოფიცრების წარგზავნა, სპეციალისტების წარგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კრიმინოლოგიური და საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის შედეგების გაზიარება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: