მეორე არხზე აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემები გაშუქდება

მეორე არხზე აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემები გაშუქდება

   საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს შორის შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე საინფორმაციო ფორმატის გადაცემები გავა, რომლებშიც აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემები გაშუქდება. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა ავთანდილ დავითაიამ მოაწერეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: