"ზაქარია ქუცნაშვილს ვურჩევ საბოლოოდ შეეგუოს, რომ არჩევნები მეორე ტურში წაგებული აქვს"

"ზაქარია ქუცნაშვილს ვურჩევ საბოლოოდ შეეგუოს, რომ არჩევნები მეორე ტურში წაგებული აქვს"

   -"თავად თიანეთის მოსახლეობამ გადასარევად იცის, ვინ საიდან მოდის, სად იყო და რა უკეთებია თიანეთისთვის. სწორედ ამის დადასტურებაა არჩევნების ის შედეგი, რომელიც დადგა თიანეთში - "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ექვსი დეპუტატი საკრებულოში და ჩვენი და ოცნების გამგებლობის კანდიდატებს შორის მეორე ტური. 

   ზაქარია ქუცნაშვილს კიდევ ერთხელ ვურჩევთ: თავი დაანებოს რაიონში სუს-ის წარმომადგენლებთან ერთად სირბილს, სახელმწიფო რესურსის გამოყენებას, ფულების დარიგებას და საბოლოოდ შეეგუოს იმას, რომ არჩევნები მეორე ტურში წაგებული აქვს!" - განაცხადა კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" მთავარი საბჭოს წევრმა მამუკა აჩბამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: