GDS-ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბ-ნი ბიძინა ივანიშვილია

GDS-ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბ-ნი ბიძინა ივანიშვილია

  ტელეკომპანია GDS სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 

   "გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალი სეზონიდან განახლებული მაუწყებლობისა და სატელევიზიო ბადის ცვლილების შესახებ.

   ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბ-ნი ბიძინა ივანიშვილია. განიხილებოდა მისი საზოგადორბრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ, გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, გადაწყდა ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა. ამ ვერსიებიდან, ყველაზე სწრაფად და მარტივად (ზედმეტი კითხვების გარეშე) პროექტზე მუშაობის დაწყება, ტელეკომპანია GDS-ს შეეძლო, ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით, მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, პროექტი გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, ხოლო GDშ თV დაუბრუნდეს მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს.

   ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს, იდეის და ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არც ერთ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით.

   ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მანამდე კი, ტელეკომპანია GDშ საზოგადოებას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავოს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. 

   პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუ ტელეკომპანია GDS-ის მაუწყებლობის ბადეში, სავარაუდოდ, ოქტომბრიდან ჩაჯდება", - ნათქვამია განცხადებააში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: