მანანა ნაჭყებია:-"სერიოზული კონკურენტი გამოგიჩნდათ ჟურნალისტებს"

მანანა ნაჭყებია:-"სერიოზული კონკურენტი გამოგიჩნდათ ჟურნალისტებს"

   "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ბიძინა ივანიშვილის მიერ გადაცემის  წამყვანობას გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"სერიოზული კონკურენტი გამოგიჩნდათ ჟურნალისტებს. ერთს ნამდვილად ვერ დავუკარგავთ ივანიშვილს, ის აღწევს, რომ ბოლო წლების ისტორიაში ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი თვე ხდება-ხოლმე, ეს თავისთავად დასაფასებელიცაა. 

   სიმართლე გითხრათ ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია თვითონ ამ გადაცემის ფორმატიც, თუმცა ბევრი რომ ვიფიქრე და გავაანალიზე, ეს შეიძლება რამდენიმე რამეს ემსახურებოდეს. ერთია მისი სურვილი ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას, მეორე-შესაძლოა ის ფიქრობს რომ მისი დატოვებული მთავრობა საკმარისს პიარს ვერ აკეთებს და უნდა სწორედ ამ პიარში დაეხმაროს მათ, მესამე-ოპონირება ყველა იმ პოლიტიკოსთან თუ ანალიტიკოსთან, რომელიც მის მოყვანილ მთავრობას აკრიტიკებენ და ეს ყველაზე საინტერესო იქნება. 

   ბიძინა ივანიშვილმა ბევრი მოულოდნელობა შესთავაზა საზოგადოებას და ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს, ერთი კი ცხადია, რომ ძალიან ცხელი შემოდგომა გველოდება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: