ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩემს ოჯახს არ ჰქონდა 5000 დოლარი და ვერ წავედი ამერიკაში"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩემს ოჯახს არ ჰქონდა  5000 დოლარი და ვერ წავედი ამერიკაში"

   საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სტუდენტებთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მხიედვითაც სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას დაფინანსების, ხოლო სტუდენტი- უკან დაბრუნების. ყველა დაბრუნებულ სტუდენტს საქართველოში სამსახური დახვდება. ამით, პრემიერის თქმით დაფინანსებული სტუდენტები საზღვარგარეთ მირებულ ცოდნას სამშობლოს მოახმარენ. 

   პრემიერმა სტუდენტობის წლების გახსენებით უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის სტიმული მისცა ახალგაზრდებს.

   -"ჩემს ოჯახს არ ჰქონდა საშუალება 5000 დოლარი, რომ გადაეხადა და ვერ წავედი ამერიკაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე შევწყვიტე ბრძოლა. შემდეგ მოვხდვი სორბონას უნივერსიტეტში სადაც უფასოდ ვისწავლე. ჩამოვედი და გავაგრზელე ჩემს ქვეყანაში მოღვაწეობა"-აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: