დავით ბაქრაძე:- "თითქოს დებატებში ისრაელისა და პალესტინის ლიდერები ხვდებიან..."

დავით ბაქრაძე:- "თითქოს დებატებში ისრაელისა და პალესტინის ლიდერები ხვდებიან..."

   "ნაციონალური მოძრაობის"  ლიდერი დავით ბაქრაძე დავით ნარმანიასა და ნიკა მელიას შორის დაანონსებულ დებატებს გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"ჩვენთვის გაუგებარია დებატების ეს ახალი ფორმატი. არსებობს კონკრეტული ტელევიზიები, არსებობს კონკრეტული გადაცემები, სადაც ყველა კანდიდატს საშუალება ჰქონდა მისულიყო გადაცემებში და თავისი მოსაზრებები დაეფიქსირებინა. რაკი "ქართული ოცნება" მზად არ არის, ჩვეულებრივ მივიდეს ტელევიზიაში და ახალი ფორმატი მოიფიქრეს, კი ბატონო, პრობლემა არ არის - ჩვენი კანდიდატი მივა და მონაწილეობას მიიღებს ასეთი ფორმატის დებატებში. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება იხილავს დებატებს, რაც ნათელს გახდის, ვინ რას სთავაზობს ხალხს და რომელ კანდიდატს როგორი გეგმა აქვს თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: