"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლიანა ასათიანის გარდაცვალების გამო

"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლიანა ასათიანის გარდაცვალების გამო

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ლიანა ასათიანის გარდაცვალების გამო.

   ქალბატონი ლიანა ასათიანი გახლდათ  მე-20 საუკუნის უდიდესი მსახიობი, კაშკაშა ვარსკვლავი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში. მისი სილამაზე და კინოში განსახიერებული დაუვიწყარი სახეები საუკუნოდ დარჩება ქართველი ხალხის გულებში.

   "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გენიალური ქართველი ვარსკვლავის, ლიანა ასათიანის გარდაცავლების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: