დიმიტრი ლორთქიფანიძე:-"ხელისუფლებამ არჩევნები გამიყალბა, ჩემთვის ნარმანიაც მიუღებელია და მელიაც"

დიმიტრი ლორთქიფანიძე:-"ხელისუფლებამ არჩევნები გამიყალბა, ჩემთვის ნარმანიაც მიუღებელია და მელიაც"

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს ნარმანიასა და მელიას შორის დებატებისთვია არ უყურებია. მისი თქმით ის უფრო საინტერესოა, თუ როგორ შეაფასებს საერთაშორისო საზოგადოება 15 ივნისის არჩევნების შედეგებს და რა შეფასება დაიდება არჩევნების გაყალბებაზე. მისი თქმით "მას ხელისუფლებამ მოპარა მხარდამჭერების არჩევანი".

   -"გუშინდელი დებატები იყო ამ ორი პოლიტიკური ძალის გარიგების მორიგი სპექტაკლი. მე ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გამიყალბა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ის მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც საკმაოდ დიდი რეიტინგით სარგებლობს საზოგადოებაში ჩააქროს და არ მისცეს პოლიტიკურ არენაზე გამოსვლის საშუალება, რადგან არ აწყობს და აწყობს ოპოზიციად ჰყავდეს მასთან გარიგებაში მყოფი დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობა". ჩემთვის ნარმანიაც მიუღებელია და მელიაც. როგორ უნდა დავუჭირო იმ ადამიანს მხარი, რომლის პოლიტიკურმა გუნდმა მომპარა ამომრჩევლის არჩევანი, რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" ის ჩემთვის დანაშაულებრივი ძალაა და საერთოდ არ განვიხილავ". 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: