"ჩემი პრეტენზია ნარმანიას მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ არ ესმის დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები და არა მის წარმომავლობაზე"

"ჩემი პრეტენზია ნარმანიას მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ არ ესმის დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები და არა მის წარმომავლობაზე"

   თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გუშინ გამართულ დებატებს თავად ნიკა მელია ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

   "დავით ნარმანიას მიმართ ჩემი კრიტიკა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ აღქმული იქნა, როგორც მითითება მის არათბილისურ წარმოშობაზე.

მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო:

   წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე არაერთხელ საჯაროდ დავაფიქსირე, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის წარმოშობას. მეტიც, უზნეობად მიმაჩნია ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება, ვისი მხრიდანაც არ უნდა კეთდებოდეს ეს.

   ჩემი პრეტენზია ბ-ნი ნარმანიას მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ მას არათუ გათავისებული არ აქვს, არამედ საერთოდ არ ესმის დედაქალაქის წინაშე არსებული გამოწვევები და არ გააჩნია უნარი მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები.

   სხვა მხრივ, ყველა ვართ საქართველოს მოქალაქეები და ვართ თანასწორი კანონის წინაშე."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: