რა წერილებს ელოდება გიგი უგულავა?

რა წერილებს ელოდება გიგი უგულავა?

   "წერილი გიგის" - უგულავას მხარდასაჭერი აქცია მშვიდობის ხიდზე გაიმართება 

   გიგი უგულავას მხარდასაჭერ აქციას მისი მეუღლე ლელა კილაძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

   - "ხვალ , 11 ივლისს საღამოს 5 საათიდან მშვიდობის ხიდზე გიგის მხარდამჭერი აქცია "წერილი გიგის" გაიმართება. გელოდებით ყველას, გიგის და ჩემს მეგობრებს, რიგით თბილისელებს, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ თქვენი გზავნილი, თქვენი ხმა მიაწვდინოთ გიგის. თქვენი წერილები სპეციალურ ყუთში განთავსდება და მათ გიგი აუცილებლად წაიკითხავს და უპასუხებს. ადვოკატის მეშვეობით ყოველდღიური მიმოწერა მაქვს გიგისთან, და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას, თანადგომასა და თუნდაც ერთ სიტყვას მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წინასწარ გიხდით მადლობას ყველას ჩემი და გიგის სახელით".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: